„ლიონს“ საქართველო ეროვნული ნაკრების მცველის საბა საზონოვის შეძენა სურს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.
სავარაუდოდ, მოსკოვის „დინამო“ საზონოვის სანაცვლოდ 3-4 მილიონ ევროს მოითხოვს.
ტრანსფერის განხორცილების შემთხვევაში „ლიონმა“ შესაძლოა ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელი ბელგიის „მოლენბეკში“ გაანათხოვროს.
თუმცა, ფამორიცხული არაა საზონოვის ტრანსფერი DNCG (ორგანიზააია რომელიც ფრანგული კლუბებუს მონიტორინგს ანხორციელებს) დაბლოკოს, რომელიც მომავალი სეზონისთვის „ლიონის“ ბიუჯეტს დაუბალანსებლად მიიჩნევს.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზონოვის შეძენა იტალიის „სასუოლოს“ და „ფროზინონეს“ სურდათ.
ლაშა თაბაგარი





