გიორგი მიქაუტაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატში გაიტანა. წელს საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცი“ ამჯერად სტუმრად „ტრუას“ შეხვდა და 3:0 აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა. ის მე-60 წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ პირველი სპარინგი ბელგიის „სერენთან“ ჩაატარა და მიქაუტაძემ გამარჯვების გოლი მიითვალა.
რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის “დინამომ” თავის მოედანზე “კრასნოდართან” 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე სათადარიგო იყო და თამააშში 88-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მცველი საბა საზონოვს განაცხადში ყოფნა აკმარეს.
ლაშა თაბაგარი





