„მილანმა“ ავსტრიის „ზალცბურგიდან“ თავდამსხმელი ნოა ოკაფორი იყიდა. შვეიცარიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ის ახალ გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
იტალიელი ჟურნალისტის ლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანელებმა 23 წლის ფორვარდში 13-15 მილიონი ევრო გადაიხადეს ბონუსების გათვალისწინებით.
ოკაფორი „ზალცბურგში“ 2019 წელს შვეიცარიის „ბაზელიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 110 მატჩში 34 გოლი გაიტანა.
მან ზალცბურგელებთან ერთად ავსტრიის ბუნდესლიგა 4-ჯერ, ხოლო ავსტრიის თასი ორჯერ მოიგო.





