ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ გარემარბი მუსა დიაბი შეიძინა.
გერმანული კლუბის საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს და კიდევ 10 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. დიაბიმ ბირმინგელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
24 წლის ფრანგი „ბაიერში“ 2018 წელს იტალიის „კროტონედან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 172 მატჩში 42 გოლი გაიტანა.
მან 2021 წლიდან დღემდე თავისი ქვეყნის ღირსება საერთაშორისო დონეზე 10-ჯერ დაიცვა.





