პსჟ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კილიან მბაპე გაყიდოს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელები ეჭვობენ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს 2024 წელს წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
აქედან გამომდინარე, 24 წლის ფეხბურთელი თუ პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ან ამ ზაფხულში წასვლას არ დათანხმდება, გუნდს დროებით ჩამოაშორებენ.
ამის დასტურია, რომ პსჟ-მ მბაპე იმ ფეხბურთელების სიაში არ შეიყვანა, რომლებიც სეზონის წინ მოსამზადებლად აშშ-ში ტურნეში გაემგზავრნენ.





