დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 37 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ეს ნაბიჯი მიმდინარე კვირაში „რეალ სოსიედადში“ ვარჯიშის დროს მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმის მიღების შემდეგ გადაწყვიტა.
სილვას ბასკებთან 2024 წლამდე აკავშირებდა კონტრაქტი, რომელსაც მხარეები შეწყვეტენ.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ სიტიში“ გაატარა, სადაც 2010 წელს „ვალენსიადან“ გადავიდა და 10 სეზონი ითამაშა.
მან მანჩესტერელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ხოლო ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ მოიგო.
სილვამ ეროვნულ გუნდთან ერთად 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.





