“თელავმა” თანდილაშვილი “ლოკომოტივში” გაანათხოვრა

0
60

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “თელავმა” მეკარე ლევან თანდილაშვილი რანგით მეორე ლიგის თნილისის “ლოკომოტივში” გაანათხოვრა.
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” 20 წლის მეკარე ლევან თანდილაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით თბილისის “ლოკომოტივში” ითამაშებს” – იუწყება თელავთა პრესსამსახური.
თანდილაშვილი “თელავში” 2020 წლიდან ირიცხება და მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშო 14 მატჩი ჩაატარა.