მერაბ გიგაური: “მოსაგებად ჩამოვედით”

0
46

ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა მერაბ გიგაურმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სარაევოსთან” საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი ბოსნიაში მოსაგებად ჩავიდა.
თავდაპირველად ჟურნალისტებთან “ტორპედოს” შოტლანდიელნა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ისაუბრა.
სტივ კინი: “კარგი გუნდი გვყავს, რასაკვირველია იქნება რთული თამაში. სარაევოს კარგი ნახევარდაცვა და შემტევი ხაზი ყავს, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ მეტოქე. ფეხბურთელებიც მხოლოდ თამაშზე არიან კონცენტრირებული და მეტოქე გუნდის ქომაგების შეძახილები ვერ იმოქმედებს მათ ბრძოლისუნარიანობაზე”.
მერაბ გიგაური:“ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით! ყველას გვაქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული იქნება შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ამხელა გზა სხვა შედეგისთვის არ გამოგვივლია”.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართული პირველი მატჩი 2:2 დასრულდა.