რომეუ ისევ „ბარსელონას“ ღირსებას დაიცავს

0
55

„ბარსელონამ“ ნახევარმცველი ორიო რომეუ „ჯირონადან“ შეიძინა. 31 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა.
რომეუ  „ბარსელონაში“ 2010-2011 წლების სეზონშიც ირიცხებოდა და მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ, ის „ჩელსიში“, „ვალენსიაში“, „შტუტგარტში“, „საუთჰემპტონში“ და „ჟირონაში“ თამაშობდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა დიდი ხანი ინგლისის „საუთჰემპტონში“ დაჰყო, სადაც 256 ითამაშა და 8 გოლი მიითვალა.
მან გასულ სეზონში „ჟირონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა.