„ინტერ მაიამიმ“ სერხიო ბუსკეტსი ოფიციალურად წარადგინა. ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა MLS-ის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
35 წლის ფეხბურთელი მაიამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონა“ დატოვა, რომელთან კონტრაქტი ამოეწურა.
ბუსკეტსი „ბარსელონაში“ 2005 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 722 მატჩში 18 გოლი გაიტანა, პლუს 45 საგოლე პასი გააკეთა.
ის „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის თანაგუნდელი იქნება, რომელთან ერთად „ბარსელონაში“ 2005-2021 წლებში გამოდიოდა.





