ლონდონის „ჩელსიმ“ ბრაზილიის „სანტოსიდან“ თავდამსხმელი ანჟელო გაბრიელი შეიძინა.
„ჩელსი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ „სანტოსიდან“ 18 წლის ფორვარდი ანჟელო სანტოსი დაიმატა. ის ბრაზილიის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომლის დებიუტი „ფლუმინენსესთან“ „მარაკანაზე“ 15 წლის და 308 დღის ასაკში შედგა. მან 2021 წლის აპრილში ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ანჟელო“ – იუწყება „ჩელსის“ პრესსამსახური.
ახალგაზრდა ბრაზილიელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 15 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე წელს ანჟელომ „სანტოსში“ ყველა ტურნირში 21 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.





