უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანი არონ რემზი „კარდიფში“ დაბრუნდა, 32 წლის ნახევარმცველმა ფრანგულ „ნიცასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და მშობლიურ კლუბთან, რომელიც ჩემპიონშიფში გამოდის 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
რემზი „კარდიფში“ 2006-2008 წლებში გამოდიოდა და შემდეგ ლონდონის „არსენალს“ მიაშურა, სადაც 2008-2019 წლებში თამაშობდა, კარიერის განმავლობაში უელსელი ასევე „ნოტინგემ ფორესტის“, „იუვენტუსის“ და „გლაზგო რეინჯერსის“ ღირსებას იცავდა.
რემზიმ 2008 წლიდან დღემდე თავის ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება 82-ჯერ დაიცვა და 20 გოლი გაიტანა.





