სერბეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი დუშან ტადიჩი კარეირას თურქეთის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.
34 წლის თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის „აიაქსთან“ გაწყვიტა კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იყო.
ტადიჩმა ნიდერლანდური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში 241 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა. მან 3-ჯერ ერედივიზიონი მოიგო, ხოლო 2-ჯერ თასს დაეუფლა. ის თითოჯერ ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.
ტადიჩმა სერბეთის ნაკრებში 98-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეთა კარი 21-ჯერ აიღო.





