ყაზაიშვილმა კორეაში გოლების რაოდენობა კიდევ გაზარდა

0
63

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მე-11 გოლი გაიტანა.
23-ე ტურში „ულსანი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „სუვონს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც „ულსანი“ 0:3 აგებდა, მან ბურთი მეტოქის საჯარიმოში კუთხეში მარცხნიდან მიიღო, ორი მეტოქეს გაცდა და ახლო კუთხეში გაიტანა.
30 წლის ყაზაიშვილმა ამ სეზონში „ულსანის“ შემადგენლობაში ჩემპიონატში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.
ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილს ორ კორეელ მოთამაშესთან ერთად იყოფს.
მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 12-გუნდიან ჩემპიონატში 53 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „პოჰანგს“ 15 ქულით ასწრებს.
“გვანჯოუში” მეორედ ითამაშა ბექა მიქელთაძემ, რომელიც “დეუსთან” (1:1) საშინაო შეხვედრაში მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა. ქართველო ფორვარდის გუნდი მე-6 პოზიციზეა.
ლაშა თაბაგარი