კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „სამტრდიამ“ ჩრდილოეთ მაკედონიელი თავდამსხმელი ალექსანდარ მიშოვი დაიმატა.
24 წლის ფეხბურთელი ბოლო 2 სეზონი თავის სამშობლოში „ტიკვეშში“ გამოდიოდა. მან 2022-2023 წლების სეზონში ჩრდილოეთ მაკედონიის პირველ ლიგაში 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
მანამდე, ის 2 წელი ალექსანდრე პანდევის სახელობის აკადემიაში თამაშობდა, ხოლო ერთი სეზონი „ბორეც ველესში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი





