„არსენალის“ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

0
52

ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელი „ვესტ ჰემიდან“ ნახევარმცველი დეკლან რაისი შეიძინა.
24 წლის ფეხბურთელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალების არ ხმაურდება. „არსენალმა“ ინგლისის ეროვნული გუნდის შუახაზელში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და კიდევ 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
რაისის ტრანსფერი „არსენალის“ ისტორიაში სარეკორდოა. მანამდე, კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ნიკოლა პეპე იყო, რომლის სანაცვლოდ „მეთოფეებმა“ ფრანგულ „ლილს“ 2019 წელს 72 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
რაისი „ვესტ ჰემის“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 244 მატჩში 15 გოლი გაიტანა.