სპალეტი: “იოლი არ იყო, მაგრამ ისტორიულ მიზანს მივაღწიეთ”

0
52

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა იოლი არ იყო, მაგრამ მისმა გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.
ნეაპოლელებმა 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფრანკფურტის “აინტრახტი” 2:0 დაამარცხეს, ხოლო შინ 3:0 მოუგეს და არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
“1/4-ფინალში გასვლა იოლი არ იყო, მაგრამ ისტორიულ მიზანს მივაღწიეთ. თავდაპირველად “აინტრახტი” კარგად გვიტევდა და მაღალ პრესინგს იყენებდა, რის გამო გუნდური თამაში არ გამოგვდიოდა. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად ვმოქმედებდით” – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.