სიმონე ინძაგი: „ჩვენ გაგვიმართლა? ფეხბურთში იღბალი შედარებითი მცნებაა“

0
65

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ, მისი ფეხბურთელები გაცილებით თავდაჯერებულნი ითამაშებენ.
1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში „ინტერმა“ შინ „პორტუ“ 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და მილანელები 2011 წლის შემდეგ პირველად 1/4-ფინალში ითამაშებენ.
„საუცხოო შეხვედრა ჩავატარეთ. ფეხბურთელები კომპაქტურად თამაშობდნენ და საუცხოოდ გამოიყურებოდნენ. პირველ ტაიმი მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ხოლო მატჩის ბოლოს ცოტა გაგვიჭირდა. მოთამაშეებს ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ.
ჩვენ გაგვიმართლა? ფეხბურთში იღბალი შედარებითი მცნებაა. 180 წუთის განმავლობაში 1/4-ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ახლა გაცილებით უფრო თავდაჯერებულნი ვითამაშებთ.
ძალიან მახარებს რასაც ვაკეთებთ. ქება ამ მოთამაშეებს, რომლებმაც 18 თვის განმავლობაში ტიტული და 1/4-ფინალის საგზური მომიტანეს. ამ მომენტით ტკბობა მსურს. ფანებმა ჩვენით უნდა იამაყონ. ვნახოთ მომავალში რა იქნება“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.