ჰოლანდი: „ჩემი სუპერძალა გოლების გატანაა“

0
54

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში (7:0) გატანილი 5 ბურთის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი სუპერძალა გოლების შეგდებაა.
„დიდი საღამო იყო. პირველ ყოვლისა, ამ ტურნირში თამაშით ამაყი ვარ, მით უმეტეს 5 გოლის გატანით. 7:0 გაამრჯვება საუცხოოა. ვერ გეტყვით ყველაზე მეტად რომელი გოლი მომეწონა, რადგან ყველაფერი ისეა თითქოს ნისლში ვარ. მახსოვს როგორ ვარტყამდი, მაგრამ არ მახსოვს რას ვფიქრობდი. გოლების გატანის აღნიშვნამ ძალიან დამღალა.
ჩემი სუპერძალა გოლების გატანაა. განსაკუთრებულად არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ვცდილობდი ბურთი კარში გადამეგზავნა. საქმე სწრაფ აზროვნებაში და ბურთის იმ კუთხეში დარტყმაა, სადაც მეკარე არ დგას.
თამაშის წინ ვარჯიშზე პრესინგზე ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ბევრი უნდა ვირბინოთ და პრესინგი ვითამაშოთ, განსაკუთრებით საშინაო მატჩებში. ბურთის ართმევას კარგად ვახერხებთ და ეს უფრო ხშირად უნდა გავაკეთოთ. პრესინგის უფრო ხშირად გამოყენება შეგვიძლია და ბიჭებს სათამაშოდ მეტი სივრცე ექნებათ.
გასული სეზონისგან განსხვავებით „სიტის“ ოთხი „სუფთა“ ფორვარდით თამაშია შეუძლია და ეს სწორედ ისაა, რასაც ვცდილობ გუნდის თამაშს შევმატო. გვარდიოლა როდესაც მცვლიდა, ვუთხარი, რომ ორმაგი ჰეთ-თრიქის შესრულება მსურდა, მაგრამ რა უნდა მექნა?“ – განაცხადა ნორვეგიის ნაკრების ეროვნულმა თავდამსხმელმა BT Sport-თან.