არშემდგარი ქართული დაპირისპირება ტეხასში

0
38

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომელთა შორის ქართველი მოთამაშეები ირიცხებიან. ტეხასის შტატს ფლორიდის “ორლანდო” ესტუმრა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. თუკი გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილს კვლავინდებურად სოლიდური სათამაშო დრო დაუთმო, “მეჯიქის” რიგებში ისევ ვერ ვიხილეთ მეფარე გოგა ბითაძე.
“სან ანტონიომ” “ორლანდოს” 132:114 მოუგო და ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – მეტოქეს 22 სამქულიანი ჩაუგდო. ამასთან, პოპოვიჩის კალათბურთელებმა 39 შედეგიანი პასი შეასრულეს, რაც მათთვის მიმდინარე რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგია.
სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობას რაც შეეხება, ჩვენებურმა 21 სათამაშო წუთში თავი 7 ქულით, ამდენივე მოხსნით (ორი მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. მამუმ ორი სამქულიანი და ერთიც საჯარიმო ჩააგდო.