მიქაუტაძის ამჯერად უგოლო მატჩი

0
55

გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში საუცხოო ფორმაშია ამჯერად გასულ უქმეებზე თავი ვერ გამოიჩინა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის შინ „კაენს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
22 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეეთა. ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.
ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის მებრძოლა „მეცს“ 45 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა – მე-2 და მე-3 პოზიციაზე მყოფ „ბორდოსა“ და „სოშოს“ შესაბამისად 2 ქულით და ქულით ჩამორჩება.