ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალური ქმედებების შედეგად გატანილი გოლებით და საგოლე გადაცემებით ევროპის ტოპ 5 ლიგაში (ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა და საფრანგეთის ლიგა 1) ლიდერია.
მის ანგარიშზე “ნაპოლის” მაისურით იტალიის ჩემპიონატში ინდივიდუალური ქმედებების შედეგად გოლი+პასი სისტემით 8 ქულაა – 3 გოლი და 5 საგოლე პასი. ასეთივე შედეგი აქვს გერმანიის ლევერკუზენის „ბაიერის“ ფრანგ ლეგიონერ მუსა დიაბის – 5 გოლი და 3 გადაცემა.
მათ შემდეგ მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიურ ჟუნიორი – 5 გოლი და 2 პასი, ასევე მიუნხენის „ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა 3 გოლი და 4 პასი მოდიან.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა. მან ჩემპიონთა ლიგაში 6 ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, პლუს 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების გარემარბმა როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში 3 პენალტი გამოიმუშავა.
ის მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს – აგვისტოში და თებერვალში.
ლაშა თაბაგარი




