კვერკველიამ სტუმრად გაიმარჯვა, აბურჯანია ამჯერად სასტარტოში ვერ მოხვდა

0
34

ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სოლომონ კვერკველია და შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე გამოდიან, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში სამი ქულა სტუმრად აიღო.
ბაქოელებმა ბრაზილიელი სალდანიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სტუმრად „შამახს“ აჯობა. კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო არველაძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო. „ნეფთჩი“ 55 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
პორტუგალიის პრიმეირალიგის 24-ე ტურში „ჟილ ვისენტე“ „რიო ავეს“ ეწვია და 1:3 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.