ხოჭოლავა სასტარტოში დაბრუნდა, ზივზივაძეს თადარიგი აკმარეს

0
58

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრაკურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა და „კოპენჰაგენის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. 21-ე ტურში კოპენჰაგენელები სტუმრად „ჰორსენს“ შეხვდნენ და 1:4 წააგეს.
ხოჭოლავამ პირველი წუთიდან ითამაშა, მაგრამ მატჩი არ დაუსრულებია, რადგან 72-ე წუთზე შეცვალეს. მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 39 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
„კარლსრუემ“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში შინ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ჰამბურგს“ დაუპირისპირდა და 4:2 სძლია. საქართველოს ნაკრების ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„კარლსრუე“ 34 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.