„დინამო“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

0
35

თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. კრისტალბეთ ეროცნული ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი გორში „თენგიზ ბურჯანაძეზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, არადა, „დინამოს“ გოლის გატანის სამი რეალური მომენტი ჰქონდა. თავდაპირველად ანგარიშის გახსნა გაბრიელ სიგუას შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში მცველებს დაასწრო, მაგრამ მისი თავური მეკარე ლევან შოვნაძემ გაანეიტრალა.
შესვენებამდე დიდი დრო არ რჩებოდ, რომ დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ოსტატური პასით სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი შოვნაძეს შეატოვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც „სამგურალის“ მეკარემ იმარჯვა.
ამ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და მარუშიჩმა წყალტუბოელთა საჯარიმოში პოზიციურ ორთაბრძოლაში მცველს აჯობა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
69-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილი ფეხებში დინამოელთა კაპიტან დავით სხირტლაძეს ჩაუვარდა და თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი მოისწრაფიშვილმა გამოიყენა – 1:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების ჩაწოდების შემდეგ შოვნაძენმ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მოისწრაფიშვილის ქუსლით გადაცემის მერე, ცარიელი კარის წინ მდგომმა გიორგი ხარაიშვილმა „დინამოს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
თბილისელები 12 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, ხოლო გიორგი ჭელიძის თავკაცობით „სამგურალს“ 6 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.