ვაჩიბერაძემ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა

0
60

ბექა ვაჩიბერაძემ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში ხარკოვის „მეტალისტ 1925“, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი შარშან შეუერთდა, სტუმრად ოდესის „ჩერნომორეცს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. ვაჩიბერაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა ანგარიში გაათანაბრა – ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან მყოფმა მიიღო, ერთი შეხებით გაისწორა და შორეულ კუთხეში გაგზავნა. ის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში 88-ე წუთზე შეცვალეს. „მეტალისტი 1925“ 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.
„ანორთოსისმა“, რომლის კარს გიორგი ლორია იცავს, კვიპროსის ჩემპიონატის მოროგ ტურში „დოქსას“ უმასპინლა და სამი ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი ავთო ებრალიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
„ანორთოსისი“ პირველ ექსვეულში ვერ გავიდა, სადაც ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა შეეძლო. ფამაგუსტელები 36 ქულით მე-8 ადგილზე არიან და გავარდნა არ ემუქრებათ.