ჭანტურიშვილის მესამე გოლი ჩეხეთში

0
45

ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში თავისი მე-3 გოლი გაიტანა.
23-ე ტურში ‘ზლინმა“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, „ჰრადეც კრალოვე“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ჭანტურიშვილამ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, როდესაც ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო, ერთი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა.
სტუმრებმა საპასუხო ბურთი 39-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო მასპინძლები მეორე პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე დაწინაურდნენ. „ჰრადეც კრალოვემ“ მასპინძლების კარი კიდევ ერთხელ 72-ე წუთზე აიღეს და დარჩენილ დროში ანგარიში შეცვლილა.
„ზლინი“ 19 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში მოსკოვის „დინამო“ გასვლაზე „კრასნოდართან“ 1:3 დამარცხდა. მოსკოველებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფმა ლუკა გაგნიძემ მოედანი 63-ე წუთზე დატოვა. „დინამო“ 32 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.