ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესას 22-ე ტურში საქართველოს ნაკრების მოთამაშეების, თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის “მურსიამ” მალაგის “უნიკახას” 85:80 სძლია. საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ჩვენი ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა კალათბურთელმა.
მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 24 ქულა, ორი მოხსნა და ოთხი პასი მიითვალა. საინტერესოა აღინიშნოს, თადმა ათიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა.
“მურსიას” 9 მოგება და 13 მარცხი აქვს და ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს სტუმრად “გრან კანარიას” შეხვდება.





