“ოლიმპმა” ლიდერობა დაიბრუნა

0
20

ავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა სუპერლიგაში ლიდერობა დაიბრუნეს. თუმცა გამარჯვება იოლად არ მოსულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ცოტაც რომ გამართლებოდა, მოიგებდა. საბოლოოდ კი გამარჯვება ოლიმპს დარჩა – 98:91 .
არადა, თამაში ოლიმპის დიდი უპირატესობით დაიწყო. როგავას გუნდმა პირველი პერიოდი 30:17 მოიგო, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან მარგვეთელებმა სამიზნე გაისწორეს, დაცვაში თამაში გამოაკეთეს და შედეგიც მოიმკეს. 31:22 მოგებული მეორე ათწუთეულის შემდეგ ოლიმპის ლიდერობიდან 4 ქულა დარჩა.
დიდი შესვენების შემდეგ მარგვეთმა შედეგიანი თამაში განაგრძო, რაც უმეტესად შორი სროლებით გამოიხატა და მალე მდევრის როლში მყოფი გუნდი გალიდერდა. რონი როზიეს, ზაკ უოლტონისა და ნიკა ჩეჩელაშვილის შედეგიანობით მარგვეთმა ლიდერობა მოიპოვა წინ 8 ქულით გაიჭრა. ოლიმპის მწვრთნელს წუთშესვენების აღება და თავისი გუნდის თამაშში კარდინალური ცვლილებების გატარება მოუხდა. მედგარი დაცვით ოლიმპმა მარგვეთის მოთამაშეებს სამქულიანების სროლა შეუზღუდა, ხოლო თავად როგორც შორ, ისე ახლო სროლებს აგდებდა და ბოლო პერიოდში ლიდერობაც დაიბრუნა.
გივი ბაქრაძის გონივრული თამაშითა და ლინტონ ესლაისის შედეგიანობით ოლიმპმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც ბოლო წამებამდე შეინარჩუნა და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. 30 ქულით მოგებულ გუნდში საუკეთესო ესლაისი იყო.  14 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა ლუკა კალატოზიშვილი. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 18 ქულა და 9 პასი დაგროვდა. მარგვეთში საუკეთესო შედეგი მარქუს გილსონმა დააფიქსირა 19 ქულითა და 15 მოხსნით. რონი როზიეს ანგარიშზე 21 ქულა და 6 პასი დაგროვდა.
გურჯაანის “დელტამ” “რუსთავს” უმასპინძლა. მატჩი ქვემოქართლური გუნდის როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს დიდი ჯაფა არ დასდგომია გურჯაანელების დასამარცხებლად. მატჩის საბოლოო ანგარიშია 99:91 (რუსთაველთა სასარგებლოდ.
პირველ პერიოდში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა რუსთაველებმა მაინც მოახერხეს ათწუთეულის სათავისო ანგარიშით დასრულება – 29:24. თანაბარი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ფრედ – 19:19 დასრულდა და დიდი შესვენებისთვის რუსთაველთა უპირატესობა ისევ 5 ქულას შეადგენდა.
მესამე პერიოდიდან ქვემოქართლელებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და უპირატესობას როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ზრდიდნენ. მეოთხედის შუაში სტუმართა უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც გურჯაანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ძიძიგურმა წუთშესვენება აიღო და სათამაშო ტაქტიკა შეცვალა, რამაც ნაწილობრივ გაამართლა.
ბოლო პერიოდი წინ რუსთაველები 12 ქულას იგებდნენ, თუმცა “დეტლას” მოთამაშეები ისე მომართულნი იყვნენ, სტუმართა გუნდის წევრებს რომ არ ემარჯვათ, შესაძლოა, რუსთავში წაგებით გაბრუნებულიყვნენ. ლუკა ბულაშვილის, გუგა პატაშურისა და რევაზ როგავას ოსტატური თამაშის წყალობით ქვემოქართლელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს მატჩი.
რუსთაველებს ლუკა ბულაშვილმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა. 20 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ, გუგა პატაშურის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. გურჯაანელთაგან 17 ქულით ბომბარდირი გახდა დერიკ ნიუტონი, გეგი ბაქრაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
რუსთავი ამ მოგებით ცხრილში გალიდერდა, თუმცა დღეს, მომდევნო მატჩში ოლიმპი მარგვეთს ეთამაშება და თუ გაიმარჯვა, პირველზე ისევ ოლიმპი გადავა.