ნაგელსმანი: „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რომ ეს ორი ასპექტი ერთად იყოს“

0
32

იულიან ნაგელსმანს მიაჩნია, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პსჟ-ს ბარიერი დამსახურებულად დაძლია, მან ამის შესახებ შინ პარიზელებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავარიელებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგეს, 1/4-ფინალში ითამაშებენ.
„საბოლოოდ ჯამში ყველაფერი იქამდე მიდის თუ როგორ ვთამაშობთ ჩვენ. თუ საფეხბურთო სიხარბეს და განწყობას ოსტატობასთან ვაერთიანებთ, რასაც გვინდა იმას მივაღწევთ. ყოველთვის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ ეს ორი ასპექტი ერთად იყოს. როდესაც ასეა, დაუჯერებლად კარგად გამოვიყურებით.
როცა უბრალოდ ვცდილობთ ვითამაშოთ, მაშინ ბუნდესლიგაში საკმარისადაა გუნდები, რომლებსაც შეუძლიათ პრობლემა შეგვიქმნან, რადგან თითოეულ მათგანს „ბაიერნთან“ მატჩების ჩასატარებლად საჭირო განწყობა აქვს.
პირველ ტაიმში ის ვერ გავაკეთეთ, რის შესახებ მატჩამდე ვსაუბრობდით. ძალიან ბევრ თავისუფალ ზონას ვტოვებდით. მეორე ტაიმში თავს საიმედოდ ვიცავდით და როდესაც ბურთს ვფლობდით მეტოქის კარს სახიფათოდ ვუტევდით. საბოლოოდ, გამარჯვება დავიმსახურეთ“ – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს გერმანული მედია.