კრისტოფ გალტიეს თქმით, მისმა გუნდმა მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში არ იცოდა გოლი როგორ გაეტანა, როდესაც ინიციატივას ფლობდა და სულელური გოლი გაუშვა. პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად გერმანელებთან 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ პარიზელებმა შინ 0:1 წააგეს, საბოლოოდ ტურნირს გამოეთიშნენ.
„ჩვენ არ ვიცოდით გოლი როგორ გაგვეტანა, როდესაც ინიციატივას ვფლობდით. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მომენტები შევქმენით. მეტოქეს თანაბრად ვეთამაშებოდით და საგოლე შანსიც გვქონდა. თუმცა, მეორე ტაიმში სულელური ბურთი გავუშვით. ასეთ დონეზე უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.
რა თქმა უნდა ვიდოთ, რომ „ბაიერნი“ პრესინგს შემოგვავაზებდა და ამიტომ, მის დასაძლევად გრძელ გადაცემებს არ უნდა მოვრიდებოდით. თუმცა, როდესაც ერთი საათი მერე უკვე აგებ, მაშინ ვითარება რთულდება.
არ ვიცი ეს თამაში რამე გავკეთილად უნდა გამოდგეს თუ არა, მაგრამ იმედგაცრუება ნამდვილადაა. ანგარიში რომ გაგვეხსნა, თამაში სხვაგვარად წავიდოდა. „ბაიერნისგან“ განსხვავებით შემადგენლობაში პრობლემები გვქონდა. ბევრმა ფეხბურთელმა პირველი მატჩი გამოტოვა, ბევრმა – მეორე. ცენტრალური მცველების შეცვლა მოგვიწია და ამან ცხადია დაგვასუსტა.
ცხადია, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. თუმცა, ყველაფერი უნდა გადავხარშოთ და ჩემპიონატში ჩვენი გზა გავაგრძელოთ. ყველა გულდაწყვეტილია და პირველ ყოვლია – მე. საპასუხო მატჩზე დიდ იმედ ვამყარებდით.
ჩემს მომავალზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გასაგებია, რომ ყველაფერი კლუბის სპორტულ ხელმძვანელებზე და პრეზიდენტზეა დამოკიდებული. კლუბს ამ ტურნირთან დაკავშირებით დიდი იმედი ჰქონდა. მე კონცენტრირებული სეზონის დასასრულზე და მის ენერგიულად ჩატარებაზე ვარ“ – განაცხადა გალტიემ Canal+-თან.




