„ბაიერნმა“ პსჟ გამოთიშა, „მილანი“ 1/4-ფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა

0
50

მიუნხენის „ბაიერნმა“ პსჟ-ს პარიზში დმარცხების შემდეგ, სახლშიც აჯობა და 1/4-ფინალშია.
საფრანგეთის დედაქალაქში 1:0 გამარჯვების მერე, იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა „ალიანს არენაზე“ მეტოქეს 2 უაპსუხო ბურთი გაუტანეს,
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 61-ე წუთზე მარკო ვერატიმ ბურთი თავის საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგა, რასაც გერმანელთა კონტრშეტევა მოჰყვა და გორეცკას გადაცემის შემდეგ, ჩუპო-მოტინგმა ანგარიში გახსნა.
89-ე წუთზე „ბაიერნის“ კონტრშეტევის დროს პარიზელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გნაბრიმ კრისტოფ გალტიეს გუნდის კარი მეორედ აიღო.
„ბაიერნმა“ პსჟ-ს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოუგო, მათ შორის 3 „მშრალი“ ანგარიშით. 2020 წელს ჩემპიონთაა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, პსჟ ტურნირს 2-ჯერ 1/8-ფინალში გამოეთიშა, ხოლო ერტხელ – 1/2-ფინალში.
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მესამედ გამოეთიშა. ის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიჯრით მერვედ ვერ გავიდა.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 21-ედ გავიდა, რაც ტურნირის რეკორდია.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა „მილანიც“, რომელმაც შინ ლონდონის „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა, ხოლო ინგლისში ჩატარებული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სტეფანო პიოლის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 8 საუკეთესო გუნდს შორის 2012 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.
ლაშა თაბაგარი