ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ივარაუდა, რომ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაათავისუფლონ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „მილანთან“ (0:0) ვერმოგების და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ განაცხადა. ლონდონელებმა პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგეს.
„ვფიქრობ, ჩვენი გასავლელი გზის შუაში ვართ. გასულ წელთან შედარებით შესამჩნევად მოვუმატეთ და კიდევ უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ. ვფიქრობ, „მილანთან“ მატჩებში ლიდერი დაგვაკლდა, რომელიც მატჩის ბედს ჩვენ სასრგებლოდ გადაწყვეტდა. ახლა პრემიერლიგაზე უნდა გადავერთოთ და სეზონი რაც შესაძლოა კარგად დავასრულოთ.
„ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და მუშაობას ვაგრძელებ. კონტრაქტს პატივს ვცემ. სეზონის ბოლოს კლუბი შედეგს უფრო მშვიდ ვითარებაში შევაჯამებთ, ვნახოთ სეზონი როგორ დასრულდება. შესაძლოა, მის დამთავრებამდე გამათავისუფლონ. შესაძლოა, მოლოდინი უფრო დიდი იყო და ახლა ხელმძღვანელები იმედგაცრუებული არიან. მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის შესაძლებლონა ჰქონდეს და თამასა უფრო მაღლა აწიოს. მიმდინარე წელს ჩვენთვის მისი აწევა უფრო რთულია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.





