„ჩელსიმ“ „ბორუსია“ გაიარა, „ბენფიკამ“ „ბრიუგეს“ შანსი არ დაუტოვა

0
51

ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. გრემ პოტერის გაწვრთნილმა გუნდი 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ შინ საჭირო ანგარიშით მოიგო და შემდეგ ეტაპზეა.
ლონდონის „სტემბორდ ბრიჯზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში 43-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასის მერე პირველი მცვდელობით ბურთი ხეირიანად ვერ დაარტყა, მაგრამ საბოლოოდ იმდენი მოახერა, რომ გერმნალეი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა.
53-ე წუთზე ლონდონელთა გერმანელმა ლეგიონერმა კაი ჰავერცმა პენალტი გამოიყენა და მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. პირველად მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა მეორე შანსი მისცა, რადგან დორტმუნდელთა მეკარეს ორივე ფეხი კარის ხაზზე არ ედგა. გერმანელმა შემტევმა ნახევარმცველმა მეორე არ ააცილა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ჩელსი“ 1/4-ფინალში მეტოქეს დაელოდება.
პოტერი მეორე ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში 5 მატჩი მოიგო. მაანმდე, იმავე ლეგენდარულმა ბობი რობსონმა „ნიუკასლთან“ ერთად 2002-2003 წლების სეზონში მოახერხა.
„ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლისაბონის „ბენფიკა“, რომელმაც 1/8-ფინალის პირველ მატჩში გასვლაზე „ბრიუგეს“ 2:0 აჯობა, ხოლო შინ 5:1 გაანადგურა.
ლისაბონში ჩატარებული თამაშის 38-ე წუთზე მასპინძლები რაფა სილვამ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე თავი გონსალო რამოშმა გამოიჩინა, რომელმაც 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე ჟოაუ მარიუმ პენალტი გამოიყენა. 77-ე წუთზე თავი დავიდ ნერეშმა გამოიჩინა. ბელგიელებიდან ერთადერთი ბურთი 87-ე წუთზე მეიერმა გაიტანა.