„სიტის“ ფრე ლაიფციგში, ლუკაკუმ „ინტერს“ მოაგებინა

0
63

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგთან“ უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ამ გუნდებს შორის გერმანიაში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას გუნდი მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
მანჩესტერელები 27-ე წუთზე რიად მაჰრეზმა დააწინაურა, რომელმაც ილკაი გიუნდოგანის პასი გამოიყენა.
70-ე წუთზე გერმანელებიდან საპასუხო ბურთი ხორვატიის ნაკრების მცველმა იოშკო გვარდიოლმა გაიტანა. ცნობისთვის, ის განვლილ შეხვედრაში ბურთს 89-ჯერ შეეხო, რაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ დაპირისპირებაში არავის გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ განვლილ შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი შეცვალა. ბოლოს ამ ტურნირზე მსგავსი რამ 2018 წლის ოქტომბერში „მანჩესტერ იუნიატედი“ – „იუვენტუსის“ (0:1) შეხვედრის დროს მოხდა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში მილანის „ინტერმა“ შინ „პორტუს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა. მასპინძლებიდან ერთდერთი გოლი 86-ე წუთზე ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვრადმა რომალუ ლუკაკუმ გაიტანა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მან თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა, ხოლო მანამდე გოლი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია.
ლუკაკუ ჩემპიონთა ლიგაში 17 ბურთით ბელგიელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მეგოლეა. მან დრის მერტენსის (16) მიღწევა გააუმჯობესა.
აქვე გეტყვით, რომ „პორტუმ“ მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან ოტავიომ 78-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. „ინტერმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო. გარდა ამისა, 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგაში მიჯრით სამ შეხვედრაში პირველად გაიმარჯვა.
ამ წყვილებში საპასუხო მატჩები მანჩესტერსა და პორტუში 14 მარტს ჩატარდება.