„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად გერმანიის „ლაიფციგთან“ დაფიქსირებული ფრე კარგ შედეგად მიაჩნია.
„მეორე ტაიმში წინ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. მეტოქე კიდევ უფრო მაღალ პრესინგს გვეთამაშებოდა. თუმცა, გაშვებულ გოლზე სწორი რეაქცია გვქონდა და ბოლო 20 წუთი კარგად ჩავატარეთ. საგოლე მომენტები როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში შევქმენით. ფრე კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
კმაყოფილი ვარ ამ მატჩში როგორ ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ პირველი ტაიმით. ამ ტურნირს ბევრი ძლიერი გუნდი უკვე გამოეთიშა. ამიტომ, თუ ჩვენგან ელოდნენ, რომე 4:0 გავიმარჯვებდით, ბოდიშს ვიხდი. ამის ძალა არ შეგვწევს“ – ციტირებს უეფას ვებგვერდი ესპანელ სპეციალისტს.
