საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი თბილისის “საბურთალოში” მთავარი მწვრთნელის ომარ თეთრაძის ასისტენტად იმუშავებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა და მისი ბოლო კლუბი ბათუმის “დინამო” იყო.
ასევე ის თბილისის “დინამოში”, რუსთავის “ოლიმპში”, მახაჩყალის “ანჟიში”, ბაქოს “ინტერში”, ნიჟნის ნოვგოროდის “ვოლგაში”, მოსკოვის ოლქის “ხიმკიში”, ნოვოკუზნეცკის “მეტალურგ კრივბასში”, ხაბაროვსკის “სკა ენერგიაში”, “ტოსნოში”, “დილაში”, ბერძნულ “ვერიაში”, ბაქოს “ნეფთჩისა” და მინსკის “დინამოში” გამოდიოდა.
