„ტორპედო“ შეკრებაზე ლატვიელებთან დამარცხდა

0
243

ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე ლატვიურ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ზედიზედ სამი უგოლო ფრის შემდეგ, ლატვიის გასული სეზონის ვერცხლის მედლების მფლობელ „რიგასთან“ 0:2 დამარცხდა.
ლატვიელებმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს – ტაიმის შუაწელში ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან გახსნეს, ხოლო მიწურულს მეტოქის კარი მეორედ აიღეს.
კახა ჩხეტიანმა „ტორპედი“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
გოშაძე, ქიმაძე (კ), ნადარაია, მონტეირო, გეგეჭკორი, გიგაური, კაიკე, სამურკასოვი, არაბიძე, ნეტუ, ახვლედიანი.
სათადარიგოები: ლაბაძე, სანდოხაძე, კუხიანიძე, მჭედლიშვილი, შულაია, ქობულაძე, ტოლი, კაბალიერო, დათიაშვილი, ბუღრიძე, ელბაქიძე.