ლევან მჭედლიძეს ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 32 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ თავისი ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:
“მადლობა ქუთაისს და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და დაფასებითვის. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი ამ ქალაქმა!წარმატებები და წინსვლა”.
მჭედლიძემ 2021-2022 წლებში „ტორპედოში“ 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მან შარშან ქუთაისელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.
მჭედლიძე კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ გარდა, იტალიის „ემპოლიში“, „პალერმოში“ და თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა.
