მიქელთაძის გაცუდებული პენალტი და მარცხი არაბულთან

0
21

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ქართული დერბი“ შედგა – „მაკარტურმა“, რომელშიც ბაჩანა არაბული გამოდის, შინ ბექა მიქელთაძის და ბექა დარცმელიას „ნიუკსლ ჯეთსს“ აჯობა – 2:0.
მასპინძლებში არაბულმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მის მსგავსად მიქელთაძემაც მაატჩი სრულად ჩაატარა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე, როდესაც „მაკარტური“ 1:0 იგებდა, პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი კარს ააცილა. დარცმელია შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა.
„მაკარტური“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლ ჯეთსი“ 12 ქულით მეცხრეა.