გიორგი კუცია კარიერას “ლიეპაიაში” გააგრძელებს. 23 წლის ნახევარმცველი ლატვიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.
კუცია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით 118 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
“დინამოს” გარდა, კუცია განათხოვრების წესით 2019 წლის სეზონის განმავლობაში გორის “დილას” ღირსებას იცავდა, ხოლო 2022 წლის ნახევარი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის “რაბოტნიჩკიში” გაატარა.
