გიორგი კოხრეიძე და „გრენობლი“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„საბურთალოს“ ყოფილმა კაპიტანმა „გრენობლთან“ 3-წლიანი კონტრაქტი 2021 წლის 2 ივლისს გააფორმა.
თუმცა, ტრავმის გამო მან გასულ სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში მხოლოდ 6 ჯერ ითამაშა – ერთხელ სასტარტოში, ხოლო 5-ჯერ შეცვლაზე. გარდა ამისა, 2 შეხვედრა სასტარტოში საფრანგეთის თასზე ჩაატარა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველს არ უთამაშია.
