ბათუმის “დინამომ” მეკარე მიხეილ ალავიძე გაუშვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“მიხეილ ალავიძე მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. 35 წლის გოლკიპერი ჩვენი გუნდის უახლესი ისტორიის გამორჩეული წევრი გახლდათ. 8 საფეხბურთო სეზონის მანძილზე 195 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, ვიცეჩმპიონობაც და სუპერთასის მოგებაც ერთად ვიზეიმეთ. მადლობა მიშას თავდაუზოგავი შრომის, გარჯისა და ძალისხმევისთვის , ვუსურვებთ წარმატებას”.
