
სამხრეთ კორეელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიასთან (2:1) გამარჯვება მთავარ მწვრთნელ პაულუ ბენტუს მიუძღვნეს, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო და ტრიბუნაზე იჯდა. პორტუგალიელი სპეციალისტი მე-2 ტურში განასთან (2:3) წაგებული შეხვედრის შემდეგ მსაჯთან კამათისთვის გააძევეს.
„სამ მატჩში რაც გავაკეთეთ საკმარისზე მეტია. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ყველას ვულოცავ და ძალიან ბედნიერები ვართ. ამ გამარჯვებას ჩვენ მწვრთნელ პაულუ ბენტუს ვუძღვნით.
მეკითხებით თუ როგორ მოვემზადებით პლეი-ოფისთვის? მოდით უბრალოდ გავიხაროთ“ – განაცხადა ბენტუს ასისტენტმა სერჟიუ კოშტამ, რომელიც პორტუგალიასთან შეხვედრაში გუნდს ხელმძღვანელობდა.
