ლუის სუარესს მიაჩნია, რომ ფიფა ყოველთვის ურუგვაის წინააღმდეგია. მან ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში განასთან (2:0) გამარჯვების და 1/8-ფინალში ვერგასვლის შემდეგ განაცხადა. ურუგვაიმ და სამხრეთ კორეამ 4-4 ქულა დააგროვეს, მაგრამ აზიელებმა მეტოქის გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით აჯობეს.
„პორტუგალისთან მატჩში ხიმენესზე დანიშნულმა პენალტმა დაგვაზიანა, რადგან გაშვებული გოლების ფაქტორზე იმოქმედა. იმავე შესაძლოა ვთქვა ნუნიესის ეპიზოდა, მაგრამ საპირისიპირო მხარე.
ფიფამ და სამსაჯო კომიტეტმა უნდა ახსნან თუ რას ეფუძნება მათი გადაწყვეტილება, როდესაც დაუჯერებელ პენალტს ნიშნავენ. ჩვენ სასარგებლოდ ხომ განასთან შეხვედრაში 2 პენალტი არ დანიშნეს. თუმცა, ეს თავის მართლება არაა.
თამაშის შემდეგ ჩემი შვილების ნახვა მსურდა, მაგრამ ფიფას წარმომადგენლებმა უარი მითხრეს. არადა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთან შვილები სათადაროგო სკამთან მივიდნენ. როგორც ჩანს ურუგვაის დიდი ზეგავლენა სჭირდება. ფიფა ყოველთვის ურუგვაის წინააღმდეგაა“ – იუწყება goal.com სუარესის ნათქვამს, რომელიც განასთან თამაშის შემდეგ ატირდა.
