ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველო ფეხბურთელი თამაშობს, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ 1:1 დაასრულა.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დატოვა. კაშიამ 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„სლოვანიდან“ 63-ე წუთზე ანგარიში გრინმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 86-ე წუთზე საპასუხო ბურთო ელ არაბიმ გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 11 აგვისტოს სლოვაკეთის დედაქალაქში შედგება.
ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიმ“ გასვლაზე ირლანდიის „შემროკ როვერსთან“ 1:3 წააგო. მაკედონიელებში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა ორივე ტაიმი ჩაატარა.





