ლოჩოშვილი „ვერონას“ უახლოვდება

0
50

ლუკა ლოჩოშვილის „ვოლსფბერგერიდან“ იტალიის სერია A-ს კლუბ „ვერონაში“ გადასვლა რეალურია. ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ ვერონელებს 24 წლის ქართველი მცველის შეძენა მართლაც სურთ და მის სანაცვლოდ ისეთი თანხა შესთავაზეს, რომელზეც უარს ვერ იტყვის.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლოჩოშვილი თბილისის „დინამოდან“ „ვოლფსვერგერში“ 2020-2021 წლების სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 53 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “ვერონა” მზადაა ლოჩოშვილში 1,6 მილიონი ევრო გადაიხადოს.