ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს. მან კონტრაქტი „პაფოსთან“ გააფორმა, რომელიც წამყვანი კვიპროსული კლუბი ნამდვილადა არაა.
22 წლის მარცხენა მცველმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2016-2018 და 2021-2022 წლებში თამაშობდა.
ის 2018-2020 წლებში შვეიცარიის „ციურიხში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო და წელიწადზე მეტი დრო გაუცდა.
სხვათა შორის, “პაფოსის” მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ყოფილი მარჯვენა მცველი მიჩელ სალგადოა. კლუბის ტექნიკური დირექტორი “ვალენსიას” ექსკაპიტანი და გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა გაისკა მენდიეტაა.





