გორის “დილამ” უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი იური ბატიუშინი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 29 წლის ფეხბურთელი ბოლოს უკრაინის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “მეტალისტ 1925”-ში ირიცხებოდა.
ის კარიერის მანძილზე ასევე ,,სტალის” ,,მიკოლაევისა“ და ,,ჰირნიკ- სპორტის” ღირსებას იცავდა.





