კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება შინ მინიმალური ანგარიშით სძლია ყაზახეთის „ყიზილჟარს“, რომელშიც ორი ჩვენი თანამემამულე გამოდის.
კვიპროსელთა სასტარტოში ბუბა დაუშვილი იყო, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. აპოელის ახალწვეული საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი განაცხადში არ იყო, ისევე როგორც გიორგი ქვილითაია, რომელსაც ტრავმა აქვს. „ყიზილჟარის“ სასტარტოში თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ ითამაშა და ძირითადო დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ფორვარდი გიორგი ივანიძე განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
აპოელიდან ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ეფრემმა გაიტანა.





